სამართალი

ირმა ჭკადუა: ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერილი არასდროს ყოფილა

ბასილაშვილის ადვოკატი
13:52 25.05
დაკოპირებულია

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, სპორტსმენის მიმართ შემაკავებელი ორდერი არასდროს ყოფილა გამოწერილი და ეს არის დეზინფორმაცია, რომელსაც ყოფილი მეუღლის მხარე მიზანმიმართულად ავრცელებს.

"ეს არის მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ შემაკავებელი ორდერი არასდროს გამოწერილი არ ყოფილა. ქალბატონმა ნეკა დოროყაშვილმა უჩივლა დედამთილს, თითქოს მან იძალადა ბავშვზე და დედამთილის მიმართ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი. შემდეგ ეს გასაჩივრდა სასამართლოში, რომელმაც ორდერი უკანონოდ ცნო ანუ გააუქმა",- აცხადებს ირმა ჭკადუა.

უფლებადამცველის თქმით, სპორტსმენს ყოველთვის ჰქონდა მოლოდინი, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაციის საფრთხე არსებობდა.

დაცვის მხარე საქმის მასალებზე დეტალურ ინფორმაციას სპორტსმენისა და მისი ყოფილი მეუღლის შვილის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე არ ასაჯაროვებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ედება ბრალი. მას წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, 100 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. სასამართლოში საქმის წარმოება გრძელდება.

ავტობუსი ქალაქში

ეროვნული გამოცდებისთვის ავტობუსების დამა...

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 6 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდებ...
ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში ხელოვნურსაფრიან მოედანზე მიმდინარე სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერ...
15:33
ქართული კოსმოსური დიდგაბარიტიანი კონსტრუქციებით, გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ელგუჯა მეძმარიაშვილის...
15:23
„შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბა ყველა რჯულის კრიმინალი, რომლებიც შეიძლება ყოფილიყვნენ და ისინი ამოფარებ...
15:07
„სისხლის სამართლის ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში, ამას პოლიტიკურ პროცესთან კავშირი...
15:06
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმ...
2020 წლის 1-ლი ივლისიდან თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება, - ამი...
პრემიერი: სახმელეთო საზღვრების ფართოდ გა...
სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნა ჯერ არ იგეგმება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ...
გახარია შაქარაშვილის საქმეზე: ზოგიერთები...
„სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები...
ბილაინი კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს...
ბილაინი კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად...