მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოს შენობა

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

პროკურატურა ბრალდებულ ბესელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი სასამართლოს გირაობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

ბრალდებულის ადვოკატის პაატა მეხრიშვილის თქმით, ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

„ბუნებრივია სრულიად დაუსაბუთებელია, შესაძლებელია გირაოსთან ერთად, რომელსაც ჩვენ ვუშუამდგომლებთ გამოიყენოს დამატებითი ღონისძიებები, როგორიც არის პასპორტის ჩამორთმევა, დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვა და სხვა ნებისმიერი ღონისძიება, რომელსაც სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ინფორმაციისთვის, მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი 16 სექტემბერს რაგბის კავშირში დაჭრეს.

„შვიდკაცა“ ნაკრების ყოფილი კაპიტნის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავა.

მას ბრალი სსკ-ის 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სსკ-ის 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით ედება.