მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს სტუმრად მყოფი პირების დაჯარიმების ქვითარს აქვეყნებს (ფოტო)

ახალი ავტომობილები - შსს - Pia.ge

სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ, საქართველოში მიმდინარე წლის 31 მარტს სტუმრად მყოფი პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციის და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან, - ამის  შესახებ ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს. 

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს და აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) - ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 32 პირი, ამასთან ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

📌რუსი ჟურნალისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში დაბადების დღის აღსანიშნად, თანმხლებ პირებთან ერთად, გუშინ ჩამოვიდა.

📌ვიზიტს საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისსა და ბათუმში - აქტივისტები აცხადებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის რუსეთიზაციას ცდილობს. ისინი ოკუპაციის შესახებ კანონისა და დაწესებული კოვიდრეგულაციების დარღვევაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

📌რუსმა ჟურნალისტმა, ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დღეს დილით დატოვეს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 შსს-მ ვლადიმერ პოზნერი და 32 მოქალაქე კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა