მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თერჯოლაში 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული

თერჯოლაში 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 2 მუხლით არის აღძრული. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ცნობისთვის, თერჯოლაში არასრულწლოვანი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, კაცი 24 აგვისტოს დააკავეს.