მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„11 კაციანი ჯგუფიდან 6 პირი ცოცხალი იპოვეს, ისინი ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში გადადიოდნენ“ - კონფლიქტოლოგი

კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი

კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილის ინფორმაციით, 11 კაციანი ჯგუფიდან, რომლებიც ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადიოდნენ, მათგან 6 ადამიანი ცოცხალი იპოვეს. 

კანაშვილის თქმით, ყველაფრის ოკუპაციაზე დაბრალება არასწორია, რადგან საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო, გალის სამედიცინო სექტორის შესაბამისად აღჭურვა, აფხაზებთანაც დალაპარაკება.

„კარგი ინფორმაცია ის არის, რომ 6 ადამიანი იპოვეს და ცოცხლები არიან. როგორც ვიცი, ეს იყო 11 კაციანი ჯგუფი, რომლებსაც უნდოდათ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენს მხარეს გადმოსვლა და მოხდა ტრაგიკული შემთხვევა.

იცით, რომ ენგური კალაპოტს იცვლის, 5 ადამიანი არის გარდაცვლილი, მათ შორის ცოლ-ქმარი, რომლებსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ბებიასთან დატოვეს. უმძიმესი ვითარებაა, შეიძლება ითქვას, რომ გასაგებია, ეს ყველაფერი კარანტინის გამო არ ხდება.

რაც კოვიდი არის, 11-12 დღიანი კარანტინი იყო თითქმის ერთი წელი და ბოლო თვენახევრის წინ 5 დღემდე ჩამოიყვანეს. ზოგს შვილი ჰყავს, ზოგს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, გალელები ძირითადად იმავე დღეს გადადიან და გადმოდიან.

აქ შეიძლებოდა სხვა მეთოდების დანერგვა, მაგალითად პისიარ ტესტები. ყველაფრის ოკუპაციაზე დაბრალება მგონი არ არის სწორი, იმიტომ რომ ხელისუფლებას შეეძლო გალის სამედიცინო სექტორის შესაბამისად აღჭურვა, აფხაზებთანაც დალაპარაკება. არსებობს პერსონალური კონტაქტები და ა.შ. იქ სიტუაციის მონიტორინგის განხორციელება. თუ მდგომარეობა იქნებოდა იმაზე ცუდი, ვიდრე დანარჩენ საქართველოში შეეძლოთ დაეკეტათ ან პირიქით, გაეხსნათ“, - განაცხადა კანაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას.

მდინარე ენგურის გადმოკვეთისას, სამივე მათგანი დაიღუპა.

ამავე თემაზე:

✔️ „ის რაც ხდება იმ უმოქმედობის შედეგია, რასაც ხელისუფლება ახორციელებს“ - მინაშვილი ენგურის ტრაგედიაზე

✔️ ბჟანიამ პოზნერი ოკუპირებულ აფხაზეთში მიიწვია