მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალექსანდრე ანქვაბი ჰოსპიტალიზებულია

ანქვაბი ჰოსპიტალიზებულია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

ანქვაბი გუდაუთის კლინიკაშია გადაყვანილი. „მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება სტაციონარში“ - აცხადებენ ე.წ. მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურში.

რამდენიმე დღის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს ასლან ბჟანიას დაუდგინდა.

იხილეთ აგრეთვე:

👉 გალის რაიონში ხანძრის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

👉 ოკუპირებულ აფხაზეთში 16 წლის გოგოს კორონავირუსით რეინფიცირება დაუფიქსირეს