მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში სიკვდილით დასჯა აღდგება - ნორუდინ ტურაბი

ავღანეთში სიკვდილით დასჯა აღდგენა

თალიბანის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მულა ნორუდინ ტურაბიმ განაცხადა, რომ თალიბანი ავღანეთში სიკვდილით დასჯას აღადგენს.

მისი თქმით, სიკვდილით დასჯა ისევ აღდგება, თუმცა ეს ყველაფერი საჯაროდ არ მოხდება, როგორც ადრე ხდებოდა. ასევე, ლიდერმა საერთაშორისო საზოგადოება გააფრთხილა, რომ ავღანეთში დაწესებულ ახალ წესებში არ ჩაერიონ.

„ყველამ გაგვაკრიტიკა სტადიონზე სიკვდილით დასჯის გამო, მაგრამ ჩვენ არასოდეს გვითქვამს არაფერი მათ კანონებსა და სასჯელებზე. ვერავინ გვეტყვის როგორი უნდა იყოს ჩვენი კანონები. ჩვენ მივყვებით ისლამს და შევიმუშავებთ კანონებს ყურანის მიხედვით“, - განაცხადა ტურაბმა ქაბულში გამოსვლისას.

ტურაბის თქმით, ამჯერად მოსამართლეები - მათ შორის ქალები - განიხილავენ საქმეებს, მაგრამ ავღანეთის კანონების საფუძველი იქნება ყურანი.

გარდა სიკვდილით დასჯისა, ტურაბის თქმით, ავღანეთში ქურდობისთვის სასჯელი გამკაცრდება და ბრალდებულებისთვის ხელის მოკვეთის წესი აღდგება.

ტურაბის თქმით, თალიბანი დაუშვებს ტელევიზიას, მობილურ ტელეფონებს, ფოტოებსა და ვიდეოებს რადგან ეს საზოგადოებისთვის აუცილებელია.

ცნობისთვის, ტურაბი, რომელიც ახლა 60 წლისაა, იუსტიციის მინისტრი იყო.

შეგახსენებთ, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. გაქცეული პრეზიდენტი ოჯახთან ერთად თავს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს აფარებს.