მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მხარე: სომხური მოსახლეობა წვავს ობიექტებს, აზიანებს გარემოს - ეს საერთაშორისო კონვენციების დარღვევაა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ უნდა გადავიდეს, სომხური მოსახლეობა სახლებს წვავს.

საკითხს აზერბაიჯანული მხარე გამოეხმაურა. ამის შესახებ reportaz წერს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი ჰუსეინ მაჰმუდოვი აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასულმა სომხურმა მოსახლეობამ ხანძარი გააჩინა.

„სომეხი ოკუპანტები ტოვებენ ჩვენს ტერიტორიებს. სამწუხაროდ იწვის შენობები, ტყეები და მათი პოსტები”,- აცხადებს ჰუსეინ მაჰმუდოვი.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ჰიკმეტ ჰაჯიევის თქმით, სომხური მოსახლეობის მხრიდან მსგავსი ქმედება საერთაშორისო კონვენციების დარღვევაა.

„ისინი ტოვებენ ტერიტორიას, აზიანებენ გარემოს და ობიექტებს. დაზიანებულია მატერიალური და კულტურული ძეგლები.

მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები აღდამის რეგიონში. არსებობს ფაქტები, არტეფაქტების სომხეთში ექსპორტის შესახებ. ეს არის საერთაშორისო კონვენციების დარღვევა“, -აცხადებს ჰიკმეტ ჰაჯიევი.

📌 ინფორმაციისთვის, 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა. მისი ინფორმაციით, რეგიონში რუსეთის და თურქეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან.

📌 მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სეტქემბერს განახლდა და 44 დღე მიმდინარეობდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇

სომხეთში მოსახლეობა ქალაქ კარვაჩარს ტოვებს (ვიდეო)