მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთმა სან-მარინოში წარმომადგენელი დანიშნა

ს. ოსეთმა სან-მარინოში წარმომადგენელი დანიშნა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ სან-მარინოში "ოფიციალური წარმომადგენელი" დანიშნა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, „ოფიციალური წარმომადგენლის ფუნქციებში ხალხებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების აგებაა".

ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლად სან-მარინოში ფრანჩესკო ჩიარელი დაინიშნა. მან ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია უკვე გამართა. იგეგმება ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.

ცნობისთვის, 2013 წელს ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა იტალიას და სან-მარინოს მათი დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართეს, მაგრამ ამ ქვეყნების ხელისუფლებებისგან პასუხი არ მიუღიათ.

სან-მარინოს რესპუბლიკა - ჯუჯა სახელმწიფოა, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულზე, წარმოადგენს ანკლავს იტალიის შიგნით. მას ზღვაზე გასასვლელი არა აქვს, სან-მარინოს ფართობია — 61 კმ². ამჟამინდელი საზღვრების ფარგლებში სან-მარინო არის ევროპის უძველესი სახელმწიფო. სახელწოდება მომდინარეობს დალმაციელი ქვისმთლელის მარინუსისაგან, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოების გამო იდევნებოდა სამშობლოში და გაიქცა მეზობელ იტალიაში. აქ მან დააარსა სამლოცველო, შემდგომში კი ააგო ციხესიმაგრე. მოგვიანებით კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმინდა მარინის სახელით.

იხილეთ აგრეთვე:

🌐 ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადისლავ არძინბას ძეგლის დადგმა იგეგმება

🌐 სოხუმი და ცხინვალი: საქართველოს მხრიდან აგრესიის დაუშვებლობის საკითხი კვლავ აქტუალურია