მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ღაზას სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 201-მდე გაიზარდა (ვიდეო)

ღაზაში მდგომარეობა

პალესტინურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით საერთო ჯამში 3000- ზე მეტი რაკეტა გაუშვა. საპასუხო იერიშების შედეგად 201 პალესტინელია დაღუპული. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ისრაელის მხრიდან კონფლიქტის დაწყებიდან 10 ადამიანია დაღუპული. ისრაელის შეიარაღებული ძალების მეთაურობა ინფორმაციას ავრცელებს, რომ ღაზას სექტორზე უკანასკნელი ავიაიერიშის შედეგად მათ „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური ჰუსამ აბუ ჰარბიდი მოკლეს.

პალესტინელებმა ისრაელის დასახლებული პუნქტები დღესაც დაბომბეს. რამდენიმე რაკეტა ქალაქ აშდოდში ჩავარდა. შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მხარეებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ვაშინგტონი კონფლიქტის შეწყვეტაზე აქტიურად მუშაობს.

ბოლო ღამის განმავლობაში „ბოევიკებმა“ ისრაელის მიმართულებით 60 რაკეტა გაუშვეს, წინა დღეებში მათი რიცხვი 200-ს აღწევდა.

ცნობისთვის, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი 10 მაისის შემდეგ გამწვავდა. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.

იხილეთ ასევე:

🔅 ღაზას სექტორში ისრაელმა „ჰამასის“ ლიდერთა სახლები და მიწისქვეშა გვირაბები გაანადგურა