მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყარაბაღში რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრი გაიხსნა

რუსულ-თურქული ცენტრი ყარაბაღში

მთიან ყარაბაღში რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრი გაიხსნა. მისი ძირითადი ფუნქციაა - კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების გაკონტროლება. ამის შესახებ Report.az და Sputnik armenia იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, რუსი სამხედროები, რომლებიც ცენტრის შემადგენლობაში შევლენ, შესაბამისი მომზადების გავლის შემდეგ მუშაობას შეუდგებიან.

ცენტრის შემადგენლობაში თურქეთის და რუსეთის მხრიდან სამხედროების თანაბარი რაოდენობა შევა. მონიტორინგის მისიის შესასრულებლად სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატები იქნება გამოყენებული.

ერთობლივი თურქულ-რუსული მონიტორინგის ცენტრი რუსეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის 2021 წლის 11 ნოემბერს ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე იმოქმედებს.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. ის „ყარაბაღის მეორე ომის“ სახელით არის ცნობილი.

იხილეთ ასევე:

👿 აზერბაიჯანმა სომხეთს 31 სამხედროს ცხედარი გადასცა

👿 სომხეთში რუსი სამხედრო დაიღუპა