მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაკრონი, ზელენსკი და მერკელი რუსეთს უკრაინიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებენ

მაკრონი, მერკელი, ზელენსკი

„რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრებიდან“,- ეს მოწოდება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთეს - ინფორმაციას ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი საფრანგეთში იმყოფებოდა. ამ ვიზიტის ფარგლებში გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერების ვიდეო კონფერენცია გაიმართა.

მხარეებმა განიხილეს დონბასში შექმნილი ვითარება და გამოხატეს შეშფოთება უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან რუსული ჯარების მობილიზების გამო. მათ უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირეს.

აგრეთვე იხილეთ:

📌ზელენსკი: უკრაინამ მალე უნდა მიიღოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების კონკრეტული გეგმა