მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნატო ერთადერთი გზაა დონბასში ომის დასრულებისკენ“ - ვლადიმირ ზელენსკი

„ნატო ერთადერთი გზაა დონბასში ომის დასრულებისკენ“

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას, განაცხადა, რომ უკრაინის შესვლა ალიანსში ერთადერთი გზაა დონბასის ომის დასრულებისთვის.

 

„ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევისა და დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რიცხვის მატების სახიფათო ტენდენციას ვხედავთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ყველაზე აქტუალური საკითხია ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმის მიღების შესაძლებლობაა.

„ჩვენ ვცდილობთ მოვახდინოთ ჩვენი არმიის და თავდაცვის სექტორის რეფორმირება, მაგრამ მხოლოდ რეფორმებს არ შეუძლიათ შეაჩერონ რუსეთი. ნატო ერთადერთი გზაა დონბასში ომის დასრულებისკენ. MAP იქნება ნამდვილი სიგნალი რუსეთის ფედერაციისთვის“, - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

ინფორმაციისთვის, მარტის ბოლოს რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად აღმოსავლეთ უკრაინაში და ეს ყველაფერი გაამართლა წვრთნების სახელით. ამავდროულად, რუსეთმა უარყო, რომ მათი სამხედრო მოძრაობები საფრთხეს უქმნის უკრაინას.

აგრეთვე წაიკითხეთ👇

👉 „გამოვხატე სერიოზული შეშფოთება უკრაინის ტერიტორიაზე და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებზე“- იენს სტოლტენბერგი

👉 დონბასში ვითარება უკიდურესად დაიძაბა - დაიღუპა კიდევ ორი ჯარისკაცი