მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გამოვხატე სერიოზული შეშფოთება უკრაინის ტერიტორიაზე და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებზე“- იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენ. მდივანი

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი Twitter-ის  გვერდზე განცხადებას ავრცელებს. იგი ეხმაურება  აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ შეიარაღებული ძალების გააქტიურებას.

სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ტელეფონით დაუკავშირდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატა.

„მე დავურეკე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა გამომეხატა სერიოზული შეშფოთება უკრაინის ტერიტორიაზე და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებისა და ასევე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო.

ნატო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვაგრძელებთ ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის მხარდაჭერას“- წერს იენს სტოლტენბერგი.

ინფორმაციისათვის, მარტის ბოლოს რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად აღმოსავლეთ უკრაინაში და ეს ყველაფერი გაამართლა წვრთნების სახელით. ამავდროულად, რუსეთმა უარყო, რომ მათი სამხედრო მოძრაობები საფრთხეს უქმნის უკრაინას.

✅„რუსეთი დიდი ხანია მისი მეზობლების მიმართ დაშინების პოლიტიკას აგრძელებს“- აშშ-ს პრესსპიკერი ნედ პრაისი

✅დონბასში ვითარება უკიდურესად დაიძაბა - დაიღუპა კიდევ ორი ჯარისკაცი

✅აღმოსავლეთ უკრაინაში „ბოევიკებმა“ უკრაინის ჯარს ცეცხლი ერთხელ გაუხსნეს