მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთში მარიონეტული მთავრობის ან ანარქიის შექმნის ტენდენციას ვხედავ

სომხეეეთის პრემიერ-მინისტრი ნიკო ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთში მისი გადადგომის მთხოვნელ პოლიტიკურ ძალებს შორის მარიონეტული მთავრობის ან ანარქიის შექმნის ტენდენციას ხედავს. ამის შესახებ ინფორმაციას armenpress ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანს პარლამენტის სხდომაზე „ნათელი სომხეთის“ ფრაქციის ლიდერის ედმონ მარუკიანის კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა.

ედმონ მარუკიანმა ჰკითხა ფაშინიანს თუ რატომ არ დატოვა თანამდებობა მაშინ, როდესაც სომხეთის რესპუბლიკის ოთხივე პრეზიდენტი, სომეხი კათოლიკოსი, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, ზოგიერთი ინტელექტუალი მოღვაწე და ა.შ. მოითხოვეს მისი გადადგომა.

„და რატომ არ მოითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს? ისინი გვთავაზობენ ანარქიის ან მარიონეტული მთავრობის შექმნას სომხეთში.

ეს იმიტომ, რომ ისინი გვთავაზობენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რომელსაც არა აქვს ხალხის მხარდაჭერა, პარლამენტში მხარდაჭერა და ა.შ.

ამ შემთხვევაში, ძალა ეკუთვნის იმ ძალებს, რომლებმაც იგი მოიყვანეს და თუ ისინი მოვლენ არჩევნების გაყალბების ყველა შესაძლო მექანიზმი აღდგება“ , - უპასუხა ფაშინიანმა ედმონ მარუკიანს.

🔘 ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ჯგუფმა ნიკოლ ფაშინიანს გადადგომის ვადა 8 დეკემბრამდე მისცეს.

🔘 ფაშინიანს გადადგომის გადაწყვეტილება არ მიუღია და ამასთან დაკავშირებით ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

სომხეთში ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ და ქუჩებს კეტავენ

ნიკოლ ფაშინიანს გადადგომის ვადა 8 დეკემბრამდე მისცეს