მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში 14 წლის გოგოს ეძებენ

აფხაზეთში გოგოს ეძებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გუდაუთაში 2006 წელს დაბადებულ დიანა სამავას ეძებენ. ამის შესახებ  Apsadgil.info იუწყება. 

არასრულწლოვანი სახლიდან 16 თებერვალს დილის 10 საათზე გავიდა და იმის შემდეგ არ გამოჩენილა. ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ვარდისფერი ქურთუკი, ლურჯი ჯინსები და შავი ფეხსაცმელი ეცვა. ე.წ. სამართალდამცველები მოსახლეობას მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას თხოვნით მიმართავენ.

იხილეთ აგრეთვე:

🔰 ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადისლავ არძინბას ძეგლის დადგმა იგეგმება

🔰 სან-მარინოს სახელმწიფო სამდივნო ოფიციალური განცხადებით ეხმაურება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას