მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში ხელყუმბარების ტყორცნის ტურნირი გაიმართა

ყუმბარების ტყორცნის ტურნირი

ოკუპირებულ აფხაზეთში ხელმყუმბარების ტყორცნის პირველობა გაიმართა. ამის შესახებ ე.წ. თავდაცვის სამინისტროში სააგენტო apsadgil.info-ს აცნობეს. 

სპორტულ პირველობაში ოკუპირებული რეგიონის საჯარისო შენაერთების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ტურნირის მონაწილეები ერთმანეთს სასწავლო ხელყუმბარების ტყორცნაში ეჯიბრებოდნენ.

„ტურნირის მონაწილეს ხელყუმბარა რაც შეიძლება შორს უნდა ეტყორცნა. ამისთვის მას სამი ცდა ჰქონდა და ამის მიხედვით საუკეთესო შედეგი ფიქსირდებოდა“ - განაცხადა ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა არტურ დახოიანმა.

ტურნირის გამარჯვებული მოტომსროლელთა 1-ლი ბატალიონი გახდა, მეორე ადგილზე სოხუმის სამხედრო სასწავლებელი გავიდა და მესამე ადგილი ე.წ. თავდაცვის სამინისტროს საარტილერიო ჯგუფმა დაიკავა.

იხილეთ აგრეთვე:

📻 შამბა: საქართველოსთან ვაჭრობა უნდა აღვადგინოთ

📻 ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები გაიმართა