მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები გაიმართა

წვრთნები აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსმა და აფხაზმა სამხედროებმა წვრთნები გამართეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. 

წვრთნებში 3 ათასამდე ჯარისკაცმა და ოფიცერმა მიიღო მონაწილეობა. წვრთნები შავი ზღვის სანაპიროზე და მაღალმთიან რეგიონში გაიმართა. სამხედრო მანევრებში სხვა ტექნიკასთან ერთად უპილოტო საფრენი აპარატებიც მონაწილეობდა.

სამხედრო სწავლებაში საერთო ჯამში 500 ერთეული საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული, მათ შორის ტანკები "ტ-72", ჯავშანტრანსპორტიორები და ჯანშანმანქანები „ტიგრი“.

იხილეთ აგრეთვე:

📺 ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ ტყის ხანძარი იყო

📺 სოხუმი: საქართველო ცდილობს აჩვენოს, რომ ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია