კონფლიქტები

„ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები რუსეთის ოკუპაციის მძევლებად იქცნენ“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა
სამინისტრო
1617794854
დაკოპირებულია

„აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციის მორიგ უმძიმეს ადამიანურ საფასურს“,- ამ შინაარსის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გალის რაიონში მომხდარი კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის რთულ საცხოვრებელ პირობებს. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები კი რუსეთის ოკუპაციის მძევლებად იქცნენ.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს მოქალაქეების მდინარე ენგურის გადმოკვეთის მცდელობისას დაღუპვის გამო.

საქართველოს სამი მოქალაქე, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული დისკრიმინაციული ზომების, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის პირობებში, უკანონო დაკავებისათვის თავის არიდების მიზნით, ცდილობდა საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლას, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.

აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციის მორიგ უმძიმეს ადამიანურ საფასურს და ნათლად წარმოაჩენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის აუტანელ საცხოვრებელ პირობებსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ურთულეს ვითარებას. წლებია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანები რუსეთის ოკუპაციის მძევლებად იქცნენ, რასაც არაერთი მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ტრაგედიაზე ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებით.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოქმედებული აქვს მის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ბერკეტი, რათა საკითხი დასვას უმაღლეს დონეზე ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში. დღევანდელი ტრაგიკული ფაქტი უკვე განხილული იქნა მინისტრის შეხვედრაზე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გააქტიურდა ცხელი ხაზი, ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი პარტნიორების ინფორმირება.

საქართველო ყველა ღონეს მიმართავს, რათა საბოლოოდ დასრულდეს ადგილზე მიმდინარე უკანონო ოკუპაცია, შეწყდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევები და ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა“,- აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

აგრეთვე იხილეთ:

📌ოკუპირებული გალიდან გაუჩინარებული 3 პირი გარდაცვლილი იპოვეს

რუკა

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბებ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.

📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.

📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.

მაჭავარიანის ქუჩაზე ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები და გატარებული ღონისძიებები გერმანელი სპეციალისტების მიერ დადებითად შეფასდა“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მეწყერსაშიშ ზონაში გერმანელ სპეციალისტებთან ერთად საპრევენციო ღონისძიებების გაცნობის შემდეგ განაცხადა.

1618408446

გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველთა პირველი ჯგუფი საქართველოდან დღეს გაემგზავრა.

1618408149

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ყოფილი მეუღლის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შესახებ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება.

1618407992

„მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე“,- ვკითხულობთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.

1618407588
რაც მოგივა დავითაო ... ანუ
ახალი თამაში
ტყუილ-მართლის გასარჩევად

რაც მოგივა დავითაო ... ანუ ახალი თამაში ტყუილ...

კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღის განმავლობაში ადამიანი საშუალოდ 34 გიგაბაიტის ეკვივალენტური რაოდენობის ინფორმაციას იღებს. ამ ტემპით თქვენი სმარტფონის მეხსიერება რამდენიმე დღეში, ლეპტოპის კი რამდენიმე კვირაში გადაივსებოდა.

„ეს ნაპრალები უნდა ამოივსოს, რათა არ დაგ...

გერმანელმა ინჟინერ-გეოლოგმა, პეტერ ნიუმანმა მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მუდმივი მონიტორინგია საჭირო, თუმცა ამჟამად ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო.

სემეკსა და „საქართველოს მედიატორთა ასოცი...

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინ...

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე როგორც რიონის ხეობის მცველები, ასევე ქუთაისის მცხოვრებლები იმყოფებიან.