ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ და ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერმა ჰასან ჰაკიმოვმა გროზნოში გამართულ შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.
ხიშბამ და ჰაკიმოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს. ისინი შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერაზე შეთანხმდნენ.
თეიმურაზ ხიშბა ბოლო დროს რამდენჯერმე იმყოფებოდა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, სადაც ოკუპირებული რეგიონის ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილა.
იხილეთ აგრეთვე:
✳️ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს განიხილავს
საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია შემოიჭრა. სწორედ 25 თებერვალი ჩაიწერა ისტორიაში, როგორც საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი- ჩვენი ქვეყნის გასაბჭოების დღე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებთან ერთად ერევნის ქუჩებში მიმდინარე მსვლელობაში მონაწილეობს. აქციის მონაწილეები ყვირიან „ნიკოლ პრემიერი!“ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" იუწყება.
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. ახლა უკვე სულ ახალი ბიზნეს მობილბანკის გამოყენებით, მომხმარებლებს საკუთარი ბიზნეს ოპერაციების მართვა ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია, - ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას ოპოზიციური პარტიები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისთვის ძებნილი პირი - 1972 წელს დაბადებული ბ.გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
მეფუტკრეობის განვითარების საბჭოს რიგით მე-3 შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისთვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სამსუნგის წარმომადგენლობა ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესში.