მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა სირიაში წარმომადგენლობის გახსნას აპირებს

სირიაში აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლობა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ სავაჭრო-სამრეწველო პალატა სირიის დედაქალაქ დამასკოში წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება. 

ამის შესახებ საუბარი იყო ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის, თამილა მირცხულავას, ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის ასტამურ გაგულიას და სირიაში ე.წ. ელჩის ბაგრატ ხუტაბას შორის გამართულ შეხვედრაზე.

როგორც მირცხულავამ განაცხადა, ამჟამად სირიაში აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგისტრაციის პროცედურები სრულდება, რაც „ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის დამატებით საშუალებას“ შექმნის.

ბაგრატ ხუტაბას თქმით, ახლო მომავალში სირიაში ოკუპირებულია აფხაზეთის სავაჭრო სახლის გახსნაც იგეგმება. იქ წარმოდგენილი იქნება აფხაზური პროდუქციის ნიმუშები, იმის მსგავსი, რისი ექსპორტიც რუსეთში ხორციელდება.

ცნობისთვის, სირიამ 2018 წელს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. ამის შემდეგ თბილისმა დამასკოსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ასევე წაიკითხეთ:

🚩 „აფხაზეთში ქართული საქონლის შეტანა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასასრული იქნება“ - არუაა

🚩 შამბა: საქართველოსთან ვაჭრობა უნდა აღვადგინოთ