მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიებში ღვთისმსახურება განახლდა

აფხაზეთის ეკლესია

ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიებში ღვთისმსახურება განახლდა. ამის შესახებ ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, მღვდელმა ვისარიონმა, ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. 

„მოსკოვის საპატრიარქო დაგვეხმარება ჩვენს დამოუკიდებელ პოზიციაში. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მხარს დაუჭერს აფხაზეთში ავტონომიური ეკლესიის შექმნას, ავტოკეფალიაზე საუბარი ნაადრევია, ჯერ უნდა აღდგეს ავტონომია. ჩვენ აღვადგენთ აფხაზეთის საკათალიკოსოს, ეს ძალიან გრძელი პროცესია. რუსეთის გარდა კავკასიაში არავის აღუდგენია მართლმადიდებლობა”, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აფხაზეთი არ იყოს ასოცირებული საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

„ჩვენ ამას მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ქართველები არ არიან თანახმა, მაგრამ ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ ერთიანნი აფხაზეთის შიგნით და ეს ყველაზე მთავარია. შემდეგ ჩვენი საკითხი მარტივად გადაწყდება, რადგან მოსკოვს არ ესმის, რომ ჩვენ გვინდა კონსტანტინოპოლი თუ მათთან ერთად მართლმადიდებლობა “, - განაცხადა მღვდელმა ვისარიონმა.

როგორც მან განმარტა, ე.წ. აფხაზეთის ავტონომიური მართლმადიდებლური ეკლესიის აღსადგენად, მოსკოვის საპატრიარქო დაეხმარება აფხაზურ ენაზე მსახურების ორგანიზებაში, რისთვისაც რუსეთში სპეციალური ლიტერატურა გამოიცემა, შეიქმნება მთარგმნელობითი კომისიის მუშაობა, რეგიონი მიიღებს საეკლესიო ჭურჭელს და ა.შ.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის მართლმადიდებლურ ტაძრებში მღვდელმსახურება 22 თებერვალს შეჩერდა.

მღვდელმა ბესარიონ აპლიამ განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის ბედი რუსეთის საპატრიარქომ უნდა გადაწყვიტოს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

საპატრიარქო მღვდელ ბესარიონ აპლიას განცხადებას ეხმაურება

აფხაზური ეკლესია ქართული ეკლესიის ნაწილი არ უნდა იყოს - აპლია

რას უქადის აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა საქართველოს