მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერი გადადგა

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი ე.წ. პრემიერი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ერიკ პუხაევმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პუხაევის გადაწყვეტილება ოკუპირებულ რეგიონში მოსახლეობის საპროტესტო აქციას უკავშირდება, რომელზეც დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში ინალ ჯაბიევის გარდაცვალება გააპროტესტეს და ე.წ. ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს.

ინფორმაციისთვის, ცოტა ხნით ადრე, „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი გაათავისუფლა. ინალ ჯაბიევი „ შს მინისტრზე“ თავდასხმაში იყო ბრალდებული.

ინალ ჯაბიევი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში დღეს შეიყვანეს და ის მალევე გარდაიცვალა.