მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წარუმატებელი სახელმწიფოს სტატუსისგან“ ერთი მეტრი გაშორებთ“ - რუსეთის ყოფილი ე.წ. ელჩი ოკუპირებულ აფხაზეთს

რუსეთის ყოფილი ე.წ. ელჩი ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ყოფილი ე.წ. ელჩი სემენ გრიგორიევი რეგიონში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა. 

„დღეს სხვადასხვა სახის დეჟავუს გრძნობა გამიჩნდა, როდესაც „პარლამენტის“ ვერანდაზე დავინახე მომიტინგეების ფოტოები. ეს ყველაფერი განმეორდა 2004 წლიდან. სასტიკი ხუმრობა კი - ძალაუფლების პრეტენზიების მსგავსება.

ერთნი პრეზიდენტს ადანაშაულებდნენ გალის რეგიონში ქართველების პასპორტიზაციაში, ხოლო მეორე - ტერორისტის მტრისთვის გადაცემაში, ყველა მხრივ მწარე შურისძიების სურვილია.

ძვირფასო მეგობრებო, ერთი წუთით გაჩერდით და გარედან შეხედეთ საკუთარ თავს. ჩემი აზრით, „წარუმატებელი სახელმწიფოს სტატუსისგან“ ერთი ნაბიჯი გაშორებთ. ჩემი საყვარელი აფხაზეთი ვფიქრობ „წარუმატებელი სახელმწიფოს“ სტატუსს მიიღებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ, თქვენი მეგობრები რუსეთში, ძალიან განაწყენებული ვიქნებით“, - წერს ყოფილი ე.წ. ელჩი.

ცნობისთვის, 2 მარტს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც სოხუმის დე ფაქტო ლიდერის ყოფილი თანაშემწე, ბენურ კვირაიაა გადაღებული. ვიდეო რესტორანშია გადაღებული. კვირაია საკუთარი ქართველი მეგობრის, დავით კვარაცხელიას სადღეგრძელოს ამბობს და ქართველებთან ძმობის დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

„მე მინდა ჩემი მეგობრის დავით კვარაცხელიას სადღეგრძელო შევსვა. ის ახლა ბულგარეთში ცხოვრობს. ომი უნდა დასრულდეს. ის კარგ შედეგებამდე ვერ მიგვიყვანს. ომის ველი უნდა გათავისუფლდეს. უნდა ვიაროთ წმინდა ადგილებში და იქ მშვიდობისთვის ვილოცოთ. ჩვენ ასწლეულობით ერთად ვცხოვრობდით, ისინი არიან ჩვენი მეზობლები, ნათესავები, მეგობრები. უნდა მოიძებნოს პრობლემის გადაჭრის გზები. უნდა დავუბრუნდეთ ძმობას" - ამბობს კვირაია.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ სოხუმის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც 200-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ კვირაია: საქართველოში ვიმყოფებოდი და კიდევ ჩავალ

✔️ სოხუმის დე ფაქტო ლიდერის უწყება: კვირაიასთვის ქართულ მხარესთან მოლაპარაკების დავალება არავის მიუცია