მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხინვალი: საქართველოს მხრიდან “საზღვრის” დამრღვევთა რაოდენობა ორჯერ შემცირდა

ოსები საზღვრის შესახებ

ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, იანვარში საქართველოს მხრიდან “საზღვრის”  დამრღვევთა რაოდენობა ორჯერ შემცირდა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, თუ დეკემბერში „საზღვრის“ გადაკვეთისთვის 28 ადამიანი დააკავეს, იანვარში 13 პირი იყო დაკავებული.

„9 ადამიანი ადმინისტრაციულად დაჯარიმდა, ორი სამხრეთ ოსეთიდან გაძევებულია, ერთი პირი გაფრთხილებულია და ერთის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა“ - აცხადებენ დე ფაქტო უწყების პრესსამსახურში.

ცხინვალში ასევე აცხადებენ, რომ „სასაზღვრო ზონაში“ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მოახლოებასთან ერთად, აუცილებელია განაცხადის დროული შეტანა, რათა ამისთვის ნებართვა გაიცეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🆘 სოხუმში ალექსეი მელნიკოვს პასუხობენ, რომელიც საქართველოსთვის აფხაზეთის დაბრუნების მომხრეა

🆘 „ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია“ - იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მიღწეულ შედეგებზე