მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხინვალი: თბილისმა მსოფლიო თანამეგობრობას დამახინჯებული ფაქტები მიაწოდა

ცხინვალის განცხადება სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის განცხადებით, საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობას დამახინჯებული ინფორმაცია და გაყალბებული ფაქტები მიაწოდა. ამის შესახებ "სპუტნიკი“ იუწყება. 

„ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო აგრესორის სარჩელს იხილავდა. თბილისი ცდილობს საკუთრი თავი მსხვერპლის როლში წარმოაჩინოს და თავი აარიდოს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისთვის, რაც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინააღმდეგ ჩაიდინა“ - აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცხინვალში მიაჩნიათ, რომ ევროპული სასამართლოს ვერდიქტი ფაქტობრივად აღიარებს, რომ საქართველოს რეგულარული ჯარი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეიჭრა, სადაც ქართველი სამხედროების ნაწილი ტყვედ აიყვანეს. „ეს დასკვნები საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ობიექტურ შეფასებას საფუძვლად უნდა დაედოს, რასაც ჩადენილი დანაშაულისთვის საქართველოს გასამართლება მოჰყვება “ - აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.

ცნობისთვის, 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა. სარჩელის 8 პუნქტიდან სასამართლომ 6 დააკმაყოფილა.

იხილეთ აგრეთვე:

🔱 საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა როკის გვირაბთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

🔱 ცხინვალი: საქართველოს მხრიდან “საზღვრის” დამრღვევთა რაოდენობა ორჯერ შემცირდა