მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხინვალში მოხეტიალე ძაღლებს ხოცავენ

ცხინვალში მოხეტიალე ძაღლებს ხოცავენ

ცხინვალის მოსახლეობა უკმაყოფილოა იმით, რომ დილაობით ქალაქის ქუჩებში მკვდარ ძაღლებს აწყდებიან. ძაღლებს ქალაქის მერიის ბრძანებით ხოცავენ. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

როგორც დე ფაქტო მერიაში სააგენტოს აცნობეს, მოხეტიალე ძაღლების დახოცვა ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა არ არის, მაგრამ სხვა საშუალება მას უბრალოდ არა აქვს. წინააღმდეგ შემთვევაში ქუჩის ძაღლები ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიან. ყოველწლიურად ოკუპირებულ რეგიონში ადამიანებზე ძაღლების თავდასხმის ასობით შემთხვევა ფიქსირდება.

„ჩვენ ვცდილობთ ძაღლები ღამით დავხოცოთ, როდესაც ქუჩაში ცოტა ხალხია, მაგრამ ზოგჯერ ეს შეუძლებელია. სროლის ხმაზე ძაღლები იმალებიან და ქუჩაში ისევ მაშინ გამოდიან, როდესაც უკვე თენდება" - აცხადებენ ცხინვალის დე ფაქტო მერიაში.

მერიაში ამჟამად ცხოველების დახოცვის ნაცვლად, მათი სტერილიზაციის შესაძლებლობას განიხილავენ, თუმცა ეს მნიშვნელოვან თანხებთან არის დაკავშირებული.

ასევე დაგაინტერესებთ:

🚩 ე.წ. სამხრეთ ოსეთი და რუსეთი სამხედრო სფეროში კიდევ ერთ დოკუმენტს მოაწერენ ხელს

🚩 სტრასბურგის გადაწყვეტილება და დოკუმენტი შესაძლოა, მომავალში გახდეს ფუნდამენტური საყრდენი აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნების - ვეფხვია გულედანი