მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთი და რუსეთი სამხედრო სფეროში კიდევ ერთ დოკუმენტს მოაწერენ ხელს

ცხინვალის და მოსკოვის შეთანხმება

ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის კიდევ ერთ დოკუმენტს მოეწერება ხელი. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. 

საუბარი შეეხება სამხედროების მსახურების ვადის ცნობას ორივე მხარის მიერ. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ეს დეტალი კონტრაქტის ხელმოწერის დროს გათვალისწინებული იქნება ყოველთვიური დანამატის ოდენობის განსაზღვრისთვის. ასევე ის პენსიის დანიშვნის დროს დანამატის ოდენობასაც განსაზღვრავს.

დოკუმენტის პროექტი რუსეთის მთავრობამ უკვე დაამტკიცა და ხელმოწერის შემდეგ ის სახელმწიფო დუმაში რატიფიცირების პროცესს გაივლის.

ცნობისთვის, 2020 წლის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალსა და მოსკოვს შორის 8 შეთანხმება გაფორმდა. თბილისი და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ დოკუმენტებს არ ცნობენ და აცხადებენ, რომ მსგავს შეთანხმებებს იურიდიული ძალა არ გააჩნია.

ასევე დაგაინტერესებთ:

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბრეიკ-დანსის სექცია გაიხსნება

რუსმა სამხედროებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში წვრთნები გამართეს