მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ზაზა გახელაძის გათავისუფლების კუთხით გარკვეული შესაძლებლობები იკვეთება“ - ირაკლი ანთაძე

„ზაზა გახელაძის გათავისუფლების კუთხით გარკვეული შესაძლებლობები იკვეთება“

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 101-ე შეხვედრა დასრულდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მკაცრად მოითხოვეს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების - ზაზა გახელაძის და გენადი ბესტაევის უკანონო პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლება.

ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, იკვეთება გარკვეული შესაძლებლობები, ამასთან დაკავშირებით შედგა ძალიან ინტენსიური დისკუსია, თუმცა სხვა დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ“,- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რომელიც უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის პირად უსაფრთხოებას და ზღუდავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფლად გადაადგილებას.

ასევე, აქცენტი გაკეთდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის წინასწარ თარიღად 2021 წლის 27 სექტემბერი განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.