მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაზა გახელაძის ოჯახი უკანონო განაჩენის გასაჩივრებას აპირებს

ზაზა გახელაძის ცოლი

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი ე.წ. სასამართლოს მიერ უკანონო პატიმრისთვის მრავალწლიანი განაჩენის გამოტანას არ ელოდა. 

როგორც ჟურნალისტებთან ზაზა გახელაძის მეუღლემ ირმა ბუთხუზმა აღნიშნა, ოჯახი ე.წ. განაჩენს გაასაჩივრებს.

„გასაჩივრებას ექვემდებარება და ალბათ ჩვენი და ზაზას თანხმობით ადვოკატი ამ განაჩენს გაასაჩივრებს. წინა პროცესში იყო ბევრი გარემოება, რომელიც ორივე მხარის განცხადებით, ერთმანეთს ემთხვეოდა. რუსებმა თქვეს, რომ ზაზას მიერ გასროლა განზრახ არ ყოფილა და ამის იმედი გვქონდა, თუმცა, რა მოხდა დღეს და რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“, - განაცხადა ირმა ბუთხუზმა.

ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ განაჩენი „საზღვრის“ უკანონოდ გადაკვეთისა და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისთვის გამოუტანა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს დააკავეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

თეა ახვლედიანი: ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს

სუს-ი: ზაზა გახელაძის მიმართ ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაში დატოვება