მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა სამხედრო ძალების მზადყოფნის შემოწმების ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტი და თვადაცვის მინისტრი ერთად

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, სამხრეთისა და დასავლეთის ოლქების სამხედრო ძალების მზადყოფნის შემოწმება გამოცხადდა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

სპონტანურ შემოწმებას ცენტრალური დაქვემდებარების ცალკეული სამხედრო ნაწილები, საჰაერო ხომალდები და საზღვაო კორპუსი გაივლის.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილების თანახმად, შემოწმება ხორციელდება სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ჯარებში, ცენტრალური დაქვემდებარების ინდივიდუალურ წარმონაქმნებში, საჰაერო ხომალდების ნაწილსა და ჩრდილოეთ და წყნარი ოკეანის საზღვაო ფლოტებში“,- აღნიშნულია მოხსენებაში.

პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ძალების მზადყოფნის შემოწმება ამ რეგიონებში შესაძლებლობების შესაფასებლად და „კავკაზ 2020“ წვრთნებისთვის მოსამზადებლად ხორციელდება.

თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, ჯამში სპონტანურ შემოწმებაში 149 755 სამხედრო, 26 820 ერთეული იარაღი და სამხედრო ტექნიკა, 414 თვითმფრინავი და 106 ხომალდი ჩაერთვება.

„კავკაზ-2020“-ის წვრთნებს რუსეთი მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში ანექსირებული ყირიმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარებს.