მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Dailymail: კოვიდვაქცინაციის შემდეგ პორტუგალიაში პედიატრი გარდაიცვალა

პორტუგალიაში პედიატრი გარდაიცვალა

პორტუგალიაში 41 წლის პედიატრი ქალი Covid 19-ის საწინააღმდეგო Pfizer/BionTesh-ის ვაქცინის გაკეთების შემდეგ 48 საათში გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა dailymail იუწყება. 

ოჯახის ინფორმაციით, სონია ასევედო პორტუს ონკოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა. მამამისი შვილის გარდაცვალების მიზეზების დადგენას მოითხოვს და აცხადებს, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონია. ვაქცინაციის შემდეგ სონია ასევედოს არანაირი უარყოფითი რეაქცია არ დაუფიქსირდა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების ფარგლებში გაკვეთა უნდა მოხდეს, რომელმაც, შესაძლოა, ამ კითხვებს პასუხი გასცეს.

საავადმყოფოში, სადაც პედიატრი მუშაობდა, მისი ვაქცინაციის ფაქტი დაადასტურეს. იქ ასევე განაცხადეს, რომ Covid 19-ის საწინააღმდეგო აცრიდან მომდევნო საათებში სონია ასევედო თავს კარგად გრძნობდა. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამედიცინო დაწესებულება გამოძიებას ყველა აუცილებელ ინფორმაციას მიაწვდის და ასევე პასუხებს ელოდება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პორტუს ონკოლოგიის ინსტიტუტში საერთო ჯამში 538 პაციენტი იყო აცრილი და ყველას Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა გაუკეთეს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის კალიფორნიის შტატში 45 წლის მედდას Pfizer/BionTech-ის ვაქცინის გაკეთებიდან ერთ კვირაში COVID 19-ის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ვაქცინაციიდან ერთ კვირაში მედდას ტემპერატურა აეწია, ასევე მან სახსრებში ტკივილი და სისუსტე იგრძნო. ამის შემდეგ კი კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა.

სპეციალისტების განცხადებით, Pfizer/BionTech-ის ვაქცინის გაკეთების შემდეგ ადამიანს იმუნიტეტი 10-14 დღეში უჩნდება და პირველი ვაქცინაციის შემდეგ ადამიანი 50%-ით არის დაცული.

იხილეთ აგრეთვე:

🛑 აშშ-ში ვაქცინაციის შემდეგ მედდას კორონავირუსი დაუდგინდა

🛑 ვაქცინირებული ადამიანი იქნება თუ არა დაცული კორონავირუსის ახალი შტამისგან - ცერცვაძის განმარტება