მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში ვაქცინაციის შემდეგ მედდას კორონავირუსი დაუდგინდა

მედდა ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირდა

აშშ-ის კალიფორნიის შტატში 45 წლის მედდას Pfizer/BionTech-ის ვაქცინის გაკეთებიდან ერთ კვირაში  COVID 19-ის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, ვაქცინაციიდან ერთ კვირაში მედდას ტემპერატურა აეწია, ასევე მან სახსრებში ტკივილი და სისუსტე იგრძნო. ამის შემდეგ კი კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა.

სპეციალისტების განცხადებით, ეს შემთხვევა მოსალოდნელი იყო, ვინაიდან Pfizer/BionTech-ის ვაქცინის გაკეთების შემდეგ ადამიანს იმუნიტეტი 10-14 დღეში უჩნდება და პირველი ვაქცინაციის შემდეგ ადამიანი 50%-ით არის დაცული. მეორე ვაქცინაცია, რომელიც ერთ თვეში ტარდება, უკვე ინფიცირებისგან 95%-ით იცავს, ხოლო დარჩენილ 5% -ს კორონავირუსი ძალზე მარტივ ფორმაში გადააქვს.