მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპის ტელევიზიის და რადიომაუწყებლობის კავშირმა ბელარუსს უფლებამოსილება შეუჩერა

რომან პროტასევიჩი

ევროპის ტელევიზიის და რადიომაუწყებლობის კავშირის გადაწყვეტილებით ბელარუსს ამ ორგანიზაციაში უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

კავშირმა ეს გადაწყვეტილება ბელარუსში ჟურნალისტების დევნის გამო მიიღო. ბელარუსის ტელერადიოკომპანიას აქვს ორი კვირა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

კავშირის განცხადებაში ბელარუსის ტელერადიოკომპანიის იმ თანამშრომლების მიმართ სოლიდარობაა გამოხატული, რომლებმაც მათ საქმიანობაში მთავრობის ჩარევა გააპროტესტეს. ევროპის მაუწყებლობის კავშირის განცხადებაშია გამოხატულია შეშფოთება იმ ინტერვიუების ტრანსლაციის გამო, რომლებიც აშკარად ზეწოლის შედეგად არის მიღებული. საუბარია

Telegram-არხის, NEXTA-ს დამფუძნებლის რომან პროტასევიჩის ჩვენებაზე, როდესაც მან დანაშაული აღიარა.

სკანდალი ბელარუსის გარშემო 23 მაისის შემდეგ გამწვავდა, როდესაც Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, იძულების წესით მინსკის აეროპორტში დასვეს. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ბელორუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი პოლიციამ დააკავა. მას რამდენიმე მუხლით ბრალი წაუყენეს, მათ შორის მასობრივი არეულობის მომზადება, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ასევე სოციალური შუღლის გაღვივება. პროტასევიჩს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მეორე დღეს ევროკავშირმა ბელორუსულ თვითმფრინავებს ორგანიზაციის ტერიტორიაზე ფრენა აუკრძალა. ასევე ბელარუსის წინააღმდეგ სხვა სანქციების დაწესებაც იგეგმება.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 სოჭში პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრა გაიმართა