მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოჭში პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრა გაიმართა

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრა

რუსეთში, ქალაქ სოჭში კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინისა და ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა შედგა.

რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები და ერთობლივი პროექტების შესახებ იმსჯელეს.

როგორც კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრა „რაინიარის“ ავიალაინერზე მომხდარ ინციდენტამდე იყო დაგეგმილი.

ამასთან, ლუკაშენკოს განცხადებით, იგი აპირებს თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს აჩვენოს „რამდენიმე დოკუმენტი“ Ryanair– ის ფრენის შესახებ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის მშობლები მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებენ ბელარუსის წინააღმდეგ მეტი სანქციები დააწესონ

👉 NATO რომან პროტასევიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

👉 ვინ არის რომან პროტასევიჩი? - რომელიც Ryanair-ის რეისზე დააკავეს

👉 ლუკაშენკო: ბელარუსი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოქმედებდა