მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქაბულიდან ყველა კომერციული ფრენა გაუქმდა

ქაბულის აეროპორტი

ავღანეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ცნობით, ჰამიდ ქარზაის საერთაშორისო აეროპორტიდან კომერციული ფრენები გაუქმებულია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მფრინავებისთვის მიწოდებული შეტყობინების თანახმად, აეროპორტის სამოქალაქო ნაწილი დაკეტილია.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „თალიბანის“ შესვლის შემდეგ მოსახლეობამ ქვეყნის დატოვება დაიწყო.

ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობენ ადამიანები თვითმფრინავზე მოხვედრას აფრენის მომენტშიც კი.

ცნობილია, რომ აფრენილი თვითმფრინავიდან 2 ადამიანი ჩამოვარდა და დაიღუპა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ავღანეთის მოსახლეობამ აშშ გადააგდო“ - პაატა ზაქარეიშვილი

👉 „პაკისტანი, ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი! აი, მთავარი დაინტერესებული ქვეყნები“ - დემურ გიორხელიძე ავღანეთზე

👉 თალიბანი ქაბულში შევიდა - უახლესი ამბები (Live)