მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საკითხს გაკვრით შევეხეთ, აქ არაფერია განსახილველი“ - პუტინი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე

რსუეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში არსებულ ვითარებასა და „მინსკის შეთანხმების“ შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

პუტინის თქმით, ორივე ქვეყანას აქვს ვალდებულება, რომ მინსკის შეთანხმების პირობები იყოს აღსრულებული.

„ჩვენ ერთი ვალდებულება გვაქვს, რომ მინსკის შეთანხმების პირობები იყოს აღსრულებული. თუკი უკრაინის მხარე ამისთვის მზად არის, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ჩვენ ამაზე დავთანხმდებით.

კიდევ ერთ რამეს მიაქციეთ ყურადღება, შარშანდელი წლის ნოემბერში უკრაინის დელეგაციამ საკუთარი შეხედულებები წარმოადგინა, თუ როგორ უნდა მოხდეს მინსკის შეთანხმების რეალიზება. შეხედეთ, ეს არ არის საიდუმლო დოკუმენტი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პირველ რიგში,წარმოდგენილი უნდა იყოს წინადადება დონბასის, უკრაინის სამართლებრივ სისტემაში ინტეგრაციაზე, საამისოდ კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილებები.

მეორე საკითხი, თავად საზღვარი რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის, დონბასის ხაზი, ფაქტობრივად არჩევნების მეორე დღეს მე-9 მუხლის თანახმად კონტროლის ქვეშ მოექცა რუსეთის სასაზღვრო ნაწილების მიერ“, - განაცხადა პუტინმა.

რაც შეეხება ნატო-ში უკრაინის შესაძლო გაწევრიანების საკითხს, კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ საკითხს პრეზიდენტები გაკვრით შეეხნენ.

„საკითხს გაკვრით შევეხეთ, აქ განსახილველი არაფერია“, - დასძინა პუტინმა.

ინფორმაციისთვის, შვეიცარიაში ქალაქ ჟენევაში კრემლისა და თეთრი სახლის ლიდერების პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 პუტინი: რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში დაგროვდა საკითხები, რომელიც უმაღლეს დონეზე შეხვედრას საჭიროებდა

🔴 „არანაირი მტრული განწყობა არ გვქონია“ - პუტინი ბაიდენთან შეხვედრაზე