მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თალიბანის“ შეტევა ფანჯშირის ხეობაზე უშედეგოდ დასრულდა

შეტევა ფანჯშირის ხეობაზე

ავღანეთიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გასვლის დასრულების შემდეგ რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ფანჯშირის ხეობაზე შეტევა სცადა. ეს ერთადერთი რეგიონია ავღანეთში, რომელსაც თალიბები ვერ აკონტროლებენ. ამის შესახებ indiatoday.in იუწყება.

ანტი-თალიბური მოძრაობის მეთაურის აჰმად მასუდის ოფიციალური წარმომადგენლის ფაჰიმ დაშტის ინფორმაციით, თალიბების მხრიდან 8 „ბოევიკი“ დაიღუპა. ამასთანავე, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რადიკალური მოძრაობის მებრძოლებს შორის გაცილებით მეტი დაღუპულია.

ფანჯშირის ხეობის მცველებს შორის არიან დაჭრილები. თალიბების ძალებმა უკან დაიხიეს.

რამდენიმე დღის წინ თალიბებმა ფანჯშირის ხეობაში ინტერნეტი გათიშეს. ეს მასუდისთვის ერთგვარი სიგნალი იყო, რომ „თალიბანი“ შეტევისთვის ემზადებოდა.

ანტი-თალიბურ მოძრაობას აჰმად მასუდი და ავღანეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი ხელმძღვანელობენ. ეს ადამიანები ეროვნებით ტაჯიკები არიან, მაშინ როდესაც ავღანეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მათ შორის თალიბები, პუშტუნები არიან.

ფანჯშირის ხეობის მცველები აცხადებენ, რომ ისინი არა მხოლოდ ხეობისთვის, არამედ მთელი ავღანეთისთვის იბრძვიან, რადგანაც ქაბულის აღების შემდეგ თალიბები უხეშად არღვევენ მოსახლეობის, მათ შორის ქალთა უფლებებს.

იხილეთ ასევე:

🔅 აშშ-მა საკუთარ ავიალაინერებს ავღანეთის თავზე ფრენა აუკრძალა

🔅 „თალიბანის“ წარმომადგენლები: აშშ-სთან კარგი ურთიერთობა გვსურს

🔅 აშშ-მა ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა დაასრულა