მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„593 58 40 52 ეს არის ჩემი ნომერი და მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვუპასუხებ როგორც დეპუტატი“ - ელისაშვილი

ელისაშვილი სასესიო დარბაზში

„593 58 40 52 ეს არის ჩემი ტელეფონის ნომერი, რომელსაც ყოველთვის ვუპასუხებ. ვპასუხობდი წინასაარჩევნოდ და 4 წლის განმავლობაში ვუპასუხებ როგორც დეპუტატი“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ელისაშვილის თქმით, სანამ პარლამენტის სასესიო დარბაზში მოხდება მძიმე გზა გამოიარა.

ელისაშვილის თქმით, მისთვის დეპუტატობა მეტი იარაღი და ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ხალხის პრობლემებზე იმუშაობს.

„რთულად მოვედით მე და ლევან იოსელიანი ამ დარბაზამდე. მძიმე გზა გამოვიარეთ. დინების საწინააღმდეგო, აღმა ცურვა მოგვიწია. ბევრი სირთულის და სიძულვილის გაძლება კიდევ წინ გველის, მაგრამ ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ რისიც გვწამს და რისიც გვჯერა გავაკეთებთ ყოველთვის.

გვჯერა და გვწამს, რომ ოპოზიცია აქ უნდა იყოს, ასე სჭირდება უკეთესს საქართველოს და ასე იქნება სწორი.

ზოგს ჰგონია ალბათ და ბევრს ვერც დავაჯერებთ, რომ ამ სავარძელმა არ მოგვხიბლა და რაღაც პრივილეგიებით არ შემოგვიტყუეს. ამას რა თქმა უნდა დრო გამოავლენს, მაგრამ ამის დასტურად ძალიან მარტივ რამეს ვიტყვი.

წინასაარჩევნოდ თქვენ ადევნებდით თვალყურს, ტელეფონის ამბავს. ტელეფონის ნომერი მქონდა გამოქვეყნებული და მთელი ჩვენი გუნდი ხალხს ვპასუხობდით.

გავიმეორებ ჩემს ტელეფონის ნომერს და ამ სხდომის დასრულების შემდეგ ისევ ჩართული მექნება ნომერი. ვიღაც გამლანძღავს, ვიღაც შემაქებს და რაც მთავარია სხვები პრობლემებს გვეტყვიან. 593 58 40 52. ეს არის ჩემი ტელეფონის ნომერი, რომელსაც ყოველთვის ვუპასუხებ. ვპასუხობდი წინასაარჩევნოდ და 4 წლის განმავლობაში ვუპასუხებ როგორც დეპუტატი.

ჩემთვის დეპუტატობა უბრალოდ არის მეტი იარაღი და ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ხალხის პრობლემებზე ვიფიქროთ. ხალხის პრობლემები გვინდა, რომ ამ დარბაზში ისმოდეს. ამიტომ ვართ ჩვენ აქ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით 31 ოქტომებრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატთან მქონდა კამათი არჩევნებთან დაკავშირებით. 31 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა, მაგრამ მაშინ რატომ ვართ ამ დარბაზში თუ გაყალბდა? იმიტომ რომ ჩვენ გვინდა 31 ოქტომბრის არჩევნები იყოს საქართველოს ისტორიაში ბოლო გაყალბებული არჩევნები.

ეს მემორანდუმი არის ამის გარანტია, რასაც ხელი მოვაწერეთ. ოპოზიციის წევრებს მინდა ვთხოვო, ამპარტავნულად ყველაფერს კი ნუ გვიწუნებენ და ნუ ცდილობენ ყველაფერი წყალში ჩაყარონ, არ მოსწონთ რაც წერია დოკუმენტში ? იბრძოლონ ჩვენზე მეტად. გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე ჩვენ. მეტი გამოგლიჯონ „ქართულ ოცნებას“ მეტად დაახევინონ უკან. ჩვენი შეთანხმება გვინდა, რომ პირველ მარტამდე კანონად იქცეს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის, დღეს საგაზაფხულო სესიის სხდომა გაიხსნა. პარტია „მოქალაქეების“ წევრებმა საპარლამენტო საქმიანობა დაიწყეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „თავშეკავებით მათ კიდევ ერთ შანსს ვაძლევთ“ - მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე