მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თავშეკავებით მათ კიდევ ერთ შანსს ვაძლევთ“ - მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ქართული ოცნების ოფისში 2019

„თავშეკავებით კიდევ ერთხელ ვაძლევთ შანსს გაანალიზონ გადაწყვეტილება, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ისინი ვერაფერს ამტკიცებენ, უბრალოდ უნდათ ქუჩაში დარჩენა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მანდატების გაუქმებისგან თავშეკავებით „ქართულ ოცნება“ რეგლამენტს არ არღვევს.

„ეს არ არის რეგლამენტის დარღვევა. ჩვენი ყველას ინტერესშია, რომ ამ ქვეყანამ განვითარება განაგრძოს. ეს არ არის მარტო ჩვენი პოზიცია, არამედ პარტნიორი ქვეყნების ელჩებისა და ყველა კეთილმოსურნის პოზიცია. გამოკითხვების შედეგებიც ნახეთ. ისინი მარგინალიზაციას ეწევიან. იქნებ დაფიქრდნენ და გამოიყენონ ეს შანსი, რომ საკუთარი ამომრჩევლებისა და ქვეყნის წინაშე პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ“, - აღნიშნა მიხიელ ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან თავს შეიკავებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტისგან თავი შევიკავოთ“ - ირაკლი კობახიძე

„მანდატების გაუქმების საკითხის გადადება რეალობას ვერ შეცვლის“ - უდუმაშვილი

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია დაბრმავებულია ძალაუფლების წყურვილით