მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახლა სხვა მოთხოვნის დაყენება შეცდომაა“ - ზურაბ ჯაფარიძე

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იმ ოთხი მოთხოვნის გარდა, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ მმართველ გუნდთან მოლაპარაკებაზე დააყენა, სხვა საკითხზე შეთანხმების მცდელობა შეცდომაა. 

მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესს თავისი სპეციფიკა აქვს და იმ პირობებში, როცა პოლიტიკური ნება არ შეცვლილა, სხვა მოთხოვნების დაყენება სისუსტის ნიშანია.

„არასწორი მგონია ნებისმიერი სხვა საკითხის დაყენება იმ 4 მოთხოვნის გარდა, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა, მითუმეტეს იმ მოთხოვნის, რომლის შესრულებაც შეუძლებელია, ეს შეცდომაა. იმ სიტუაციაში, როცა 4-დან 3 მოთხოვნაზე ხელისუფლება არ მოდის და „ქართული ოცნება“ არანაირ ზეწოლას არ განიცდის, სხვა საკითხის დაყენება სისუსტე და უკანდახევაა. ისინი არაფერზე წამომსვლელები არ არიან“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის ძალის დანახვის გარეშე მმართველობის სადავეს არ დათმობს.

„სხვა რაღაცებია გასაკეთებელი და ამ სხვა რაღაცების მიზანი უნდა იყოს ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაინახოს ძალა, სხვა შემთხვევაში ის ძალაუფლებას არ დათმობს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

👉 შეგახსენებთ, რომ პარტია „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდთან დაკავშირებით სხვა პარტიებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ.

👉 მათი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან საარჩევნო კოდექსის ცვლილებისა და თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად მიჩნევის საკითხზე უნდა შეთანხმდეს, რასაც დანარჩენი პარტიები არ იზიარებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ვახო მეგრელიშვილი: მე ხომ იმისთვის ვიბრძვი, რომ ნინო ბურჯანაძე იყოს პარლამენტში

იაგო ხვიჩია: ემოციებს გვერდით ვდებ და მოლაპარაკებებს ვაგრძელებ

„თუ ოპოზიცია ვერ შეთანხმდება, მე-5 რაუნდიც ისეთივე უშედეგო იქნება, როგორიც სხვა რაუნდები“ - ლევან იოსელიანი