მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აქციაზე პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა (ვიდეო)

აქციაზე წყლის ჭავლი გამოიყენეს

ოპოზიციის წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შეიკრიბნენ.

პოლიციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესასვლელთან წყლის ჭავლი გამოიყენა, რადგან არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ქვების სროლა დაიწყეს.

მათ ცესკოს ეზოში სურდათ შესვლა, სამართალდამცველები კი ამის შესაძლებლობას არ აძლევნენ. სწორედ ამიტომ აქციის მონაწილეებმა ქვების სროლა დაიწყეს, რის შემდეგაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა.

არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართულებით კვლავ გრძელდება.

📌 ოპოზიციიის წარმომადგენლები და მათი მომხრეები პარლამენტის წინ მასშტაბურ აქციას მართავენ. ისინი 2020 წლის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 აქცია ცესკოსთან

👉 სასულიერო პირი აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა