„ბოკერია და უგულავა ხელმოცარული ამრევები არიან. ამას ყველა ხედავს. პარტია თავზე ემხობათ. ჯერ მაშინ დაემხოთ თავზე პარტია, როცა იმდენი მილიონი დახარჯეს და 3%-ზე მეტი ვერ აიღეს. ახლა ლიდერები გარბიან პარტიიდან. ბოკერია და უგულავა თავისი ჯიბის და თავისი პარტიის ინტერესიდან უყურებენ ქვეყანას. მათი პოზიციაა, რომ რადგან ვერ მოვხვდნენ პარლამენტში, ახლა უნდა ყველაფერი აურიონ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხები, მათ შორის დენის ტარიფის ზრდაა.
„ახლა პარლამენტში უნდა ვლაპარაკობდეთ დენის ტარიფის ზრდაზე. გვემხობა ეს ქვეყანა თავზე და ვღატაკდებით. მართლა ბოკერიას და უგულავას მანდატს უნდა გადაყვეს ყველაფერი ოპოზიციაში? ხაზარაძემ ძალიან სწორი რაღაც თქვა 2022 წელს რიგგარეშე არჩევნებისთვის მზაობის შესახებ. იყოს ეს ფორმულა და თვითმმართველობის არჩევნებზე მოვუგოთ „ქართულ ოცნებას“. 48%-ზე მეტი თუ ვერ წავართვით, მაშინ რაღა გვინდა? გვინდა, რომ ხვალვე წავიდეს ივანიშვილი და ჩვენ მოვიდეთ ხელისუფლებაში?“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
როგორც მან განმარტა ოპოზიციაში „მოქალაქეების“ მოსაზრებას თანამოაზრეები ჰყავს.
👉 ინფორმაციისთვის, ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე უარს აცხადებენ.
👉 ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა ერთპარტიული საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 იაგო ხვიჩია: შეგვიძლია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რაღაც ტიპის პლებისციტად ვაქციოთ
👉 ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას ორი გზა აქვს, ცუდი-შემოსვლა და უარესი-არშემოსვლა
საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია. იგი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
„კომუნიკაციების კომისიის ბოლო რეგულაციებით ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზარი გადარჩა მონოპოლისტების ხელში მომხმარებლების ჩაგდებას, მცირე და საშუალო ბიზნესის გაკოტრებას. შესაბამისად, როდესაც მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორები კომისიას აკრიტიკებენ და ხშირად კრიტიკაზე მეტად ჭორაობენ, მათი ეს გაღიზიანება ამ გადაწყვეტილებებს უკავშირდება“,- ეს შეფასება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დიდი ოპერატორების წარმომადგენლების მიერ კომისიის მიმართ გაკეთებულ ბრალდებებზე მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარემ უჩა სეთურმა გააკეთა.
„მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ მზად და ჩვენ ეს მზაობა ყოველთვის დავადასტურეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ, დღევანდელი დღე არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეს ინიციატივა, რომელიც ბატონმა პრეზიდენტმა გააჟღერა გამოვიყენოთ სწორად და მხარეები დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
„ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე ამ პროცესში, იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ წვდომა ვაქცინებზე და მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა.
კომპრომისები სჭირდება ქვეყანას და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
სომხეთის დედაქალაქ ერევნის ცენტრალურ მოედანზე პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერთა მიტინგი იქნება. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება.
საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ბელარუსში სასჯელი გაამკაცრეს. კერძოდ არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისთვის მაქსიმალური ჯარიმა სამჯერ გაიზრდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
საფრანგეთის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ნიკა სარკოზის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ვადიდან სარკოზი ციხეში 1 წელს გაატარებს. ამის შესახებ euronews.com იუწყება.
საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 1-27 მარტის ჩათვლით დაგეგმილ ავიარეისებს. სტატია შედგენილია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე დაყრდნობით.