მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება

უმრავლესობის ლიდერი - მამუკა მდინარაძე

„არანაირი რიგგარეშე ან ვადამდელი არჩევნები არ იქნება, რაც არ უნდა გადაწიონ თარიღი და მათი გადმოსახედიდან ჩვენთვის რაც არ უნდა მომხიბვლელი იყოს წინადადება 2022-ში, 2023-ში, 2024 წლის არჩევნებამდე თუ ასე შემდეგ, მმართველ გუნდში მსგავსი საკითხი კატეგორიულად არ განიხილება“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება მართალია, ამიტომ საკუთარ პოზიციას ბოლომდე დაიცავს.

„წარმოგიდგენიათ, რომ ქვეყანაში pvt აღმოჩნდებოდა გაყალბებული და თამარ ჟვანიას გადადგომას რომ ითხოვდნენ, ელენე ნიჟარაძეს მოუწევდა გადადგომა. პარალელურ დათვლაზე მთელ გეგმებს ამყარებდნენ, რევოლუციური სცენარის მთავარ ღერძად მიაჩნდათ. თურმე, შემდეგ pvt არაფერ შუაში არ ყოფილა. ჩვენ ვერანაირ ვადამდელ და რიგგარეშე არჩევნებზე ვერ ვილაპარაკებთ, რადგან რეალურად, მართლები ვართ.

როცა რომელიმე ხელისუფლება კადრულობს და რაღაცას აყალბებს, მას ბევრ რამეზე წასვლა მოუწევს, მაგრამ როცა ხელისუფლება მართალია, პოზიციებს მყარად დავიცავთ. თუ რაიმეზე მივყვებით, იმიტომ მივყვებით, რომ მიგვაჩნია, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა შესაძლებელია. თუნდაც ჩვენთვის რისკიანი, მაგრამ ღია, დემოკრატიული მექანიზმის ჩადებაა. მსგავს თემებზე წავყვებით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე უარს აცხადებენ.

👉 ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა ერთპარტიული საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გახარია: გაივლის დრო და არავის ემახსოვრება, ვინ შევიდა პარლამენტში და ვინ არა

👉 ბადრი ჯაფარიძე: სანამ ხელახალ არჩევნებზე არ შევთანხმდებით, ბოიკოტი გაგრძელდება

👉 უგულავა: ბოიკოტი შედგა და ერთპარტიული პარლამენტი მივიღეთ