მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალეკო ელისაშვილი: გაჯიქებული პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლობის შედეგად ზიანდება საქართველო

ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ევროპარლამენტის სახელით გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ პოლიტიკური პარტიები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან თანამშრომლობის ძველებურად გაგრძელებას.

ალეკო ელისაშვილი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შეთანხმებისაკენ მოუწოდებს.

„სირცხვილია ასეთ რამეს რომ გვეუბნებიან ევროპარლამენტარები. გაჯიქებული პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლობის შედეგად ზიანდება საქართველო.

არა მხოლოდ ქვეყნის იმიჯი ზიანდება, არამედ აგერ უკვე შეიძლება ამ სიღარიბის დროს ევროკავშირმა 60 მილიონი ევროს გამოყოფის საკითხიც შეაჩეროს.

ამიტომ მივმართავთ კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდაზე მსხდომ ყველა პარტიას: მმართველსაც და ოპოზიციურსაც – კიდევ უფრო ღრმა კრიზისში რომ არ შევიდეს საქართველო ამიტომ ღიად და საჯაროდ დააფიქსირეთ პოზიცია, ინდივიდუალურად დააფიქსირეთ – მზად ხართ თუ არა ხელი მოაწეროთ დანიელსონის მიერ ბოლო შეხვედრაზე დადებულ დოკუმენტს?

საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ თითოეული პოლიტიკური პარტიის რეალური პოზიცია“– აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

შვედი დიპლომატის თქმით, მის მიერ შეთავაზებული პუნქტები მისაღები არცერთი პარტიისთვის არ იყო.

იხილეთ აგრეთვე:

✅„კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ პოლიტიკური პარტიები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა ძველებურად გაგრძელდება“ - ევროპარლამენტარების განცხადება

✅ალეკო ელისაშვილი: როცა არ გინდა რაღაც, თავსაც იტყუებ, უცხოელებსაც ატყუებ და ქვეყანასაც

✅„ხუთი საკითხიდან, სამზე შევთანხმდით“- ალეკო ელისაშვილი