მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხუთი საკითხიდან, სამზე შევთანხმდით“- ალეკო ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების ლიდერი

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კრისტიან დენიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გულწრფელი მზაობა იქ რეალური შეთანხმების და კომპრომისების, არ იყო.

„საერთო ჯამში, შეთანხმება ისევ არ არის. ხუთი საკითხიდან, რაზეც ვმსჯელობდით, სამზე შევთანხმდით. საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულება და კომიტეტების თავმჯდომარეების განაწილება, მაგრამ ორ საკითხზე - პოლიტპატიმრებთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა.

პირად განცდას ვიტყვი, გულწრფელი მზაობა იქ რეალური შეთანხმების და კომპრომისების, არ იყო. ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის ჰაერში გამოკიდებული, ოპოზიცია ამბობს კიო და ხელისუფლება ამბობს არაო და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით თითქმის ვთანხმდებოდით, მაგრამ ვერ შევთანხმდით.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ გულწრფელი კომპრომისი და მზაობა, მე პირადად ვერ ვნახე“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

შვედი დიპლომატის თქმით, მის მიერ შეთავაზებული პუნქტები მისაღები არცერთი პარტიისთვის არ იყო. დანიელსონმა ასევე აღნიშნა, რომ მისი წინადადება გასაჯაროვდება.

იხილეთ აგრეთვე:

✅კრისტიან დანიელსონი: ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო

✅„მელიასთვის გირაოს გადახდის შემთხვევაში, შევთავაზეთ 20 ივნისის საქმეზე ამნისტია“ - ირაკლი კობახიძე

✅„მინდა მივმართო ქართველ ხალხს, სრულად ვიზიარებ თქვენს იმედგაცრუებას“ - კრისტიან დანიელსონი