მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალეკო ელისაშვილი: ვიმუშავებთ იმაზე, რომ მემორანდუმის დოკუმენტი ვაქციოთ კანონად

პარტია მოქალაქეების ლიდერი

„ჩვენ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით პარლამენტში, რადგან 4 პოლიტპატიმარი, რომლებზეც ვსაუბრობდით, გათავისუფლებულია. ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ მემორანდუმის დოკუმენტი ვაქციოთ კანონად“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეები“ ლიდერმა პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, პარლამენტში სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც უნდა შევიდნენ.

„ერთადერთ საკითხს, სრულად პროპორციულ არჩევნებს, სჭირდება 113 დეპუტატის ხმა და ამ ერთი საკითხისთვის მაინც შემოვიდეს ოპოზიცია. ამისთვის ჩვენ ერთი წელი ვიბრძოდით ქუჩაში და ახლა ეს საკითხი მაგიდაზე დევს. თუ გულწრფელად იბრძოდნენ ამისთვის, მაშინ შემოვიდნენ“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, თუ მემორანდუმის დოკუმენტში ჩაწერილი საკითხები პირველ მარტამდე საკანონმდებლო ინიციატივის სახეს არ მიიღებს, „მოქალაქეები“ პარლამენტს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე პარტია „მოქალაქეების“ ორმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა, საკანონმდებლო საქმიანობა დაიწყო.

ისინი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რაზე მოაწერეს ხელი „მოქალაქეებმა“ და „ქართულმა ოცნებამ“ - შეთანხმების დოკუმენტი

„პარლამენტში შესვლა ვისაც სურდა უკვე შევიდა“ - თინა ბოკუჩავა

პარლამენტში დღეს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას უყრიან კენჭს