მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტში დღეს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას უყრიან კენჭს

საკანონმდებლო ორგანო

პარლამენტში დღეს 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს უყრიან კენჭს. 

მანდატების გაუქმების შესახებ დეპუტატებს ინდივიდუალური განცხადებები აქვთ დაწერილი, შესაბამისად ყველა მათგანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტში კენჭს ცალ-ცალკე უყრიან.

უფლებამოსილების შეწყვეტისთვის არანაკლებ 50 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ მოლოდინი აქვთ, რომ „ქართული ოცნება“ მანდატების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

აღნიშნულ კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტში ახლადშესული პარტია „მოქალაქეების“ წევრებიც, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. ისინი აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ნიკა მელია: სალომე ზურაბიშვილმაც კი აღიარა, რომ პარლამენტი ერთპარტიულია

საქართველოს პრეზიდენტი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას მიმართავს

შეუწყვეტს თუ არა „ქართული ოცნება“ 51 დეპუტატს უფლებამოსილებას?