მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამ 27 თუ 32 პარტიას ვურჩევ თვითლიკვადაცია გამოაცხადონ, ასე აჯობებს ქვეყნის განვითარებისთვის - ირაკლი გოგავა

„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი

„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა 26 თებერვალს ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას ეხმაურება.

„ამ 27 თუ 32 პარტიას ვურჩევ თვითლიკვადაცია გამოაცხადონ, ასე აჯობებს ქვეყნის განვითარებისთვის.

მსგავსი რამ სხვაგან არსად მინახავს, რომ ოპოზიცია უფრო სძულდეს ხალხს ვიდრე ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყნის ხელისუფლება მმართველობის მე-10 წელს“, - აღნიშნავს გოგავა.

ინფორმაციისთვის, 26 თებერვალს ოპოზიციური პარტიის წევრებმა ფილარმონიიდან პარლამენტის შენობასთან მსვლელობა გამართეს. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოსთან 10-მდე კარავი გაშალეს.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, აქციები 2 მარტიდან - 13 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

🔴 „როგორც კი ნაბიჯი მარჯვნივ ან მარცხნივ იქნება დანარჩენი პარტიების, იმ წუთში საცივში აღმოჩნდება მათი თავები, ესაა რეალობა“- გია ვოლსკი

🔴 ვიქტორ სანიკიძე: როდესაც ადამიანი გირაოს თანხას არ იხდის, როგორ შეიძლება დავარქვათ ამას პოლიტიკური პატიმარი?