მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ შეიძლება ნახევრად ბრძოლა, ნახევრად ფეხმძიმე ქალი, ნახევრად სიყვარული, ნახევრად პოლიტიკა“ - შალვა ნათელაშვილი

ნათელაშვილი შალვა

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ახალი რიგგარეშე არჩევნებია.

მისი თქმით, ამის გარეშე შეთანხმებას ხელს არავინ მოაწერს.

„მარტო ერთი და ორი მერცხალი, 2,3 და 4 პარტია გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ყველა პარტიამ უნდა მოვაწეროთ ხელი, რომ მთავრობას დაუწესონ სანქციები. არ შეიძლება ნახევრად ბრძოლა, ნახევრად ფეხმძიმე ქალი, ნახევრად სიყვარული, ნახევრად მეგობრობა, ნახევრად ოჯახი, ნახევრად პოლიტიკა. ვაწვებით? ბოლომდე უნდა მივაწვეთ!

შეკრული პოლიტიკური სპექტრი, შიგნით აქციები და გარედან არ დააყოვნებს სანქციები, რაც იქნება მეორე დღესვე ახალი არჩევნების გამოცხადება და თვითონ ივანიშვილი გამოვა, მოგვილოცავს ახალი არჩევნების გადაწყვეტილებას.

ჩვენ უნდა ამოვიდეთ განვლილი გზიდან, ეს მიუთითებს, რომ პოლიტიკური სპექტრი ამაღლდა ხალხის ინტერესების განხორციელებამდე, გაითვალისწინა წარსულის მძიმე შეცდომები და უკვე დააყენა ქვეყნის გადარჩენის ფაქტორი თავის ვიწროპარტიულ პრივილეგიებისა და იმუნიტეტების სფეროს მაღლა“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი განმარტავს, მოლაპარაკებები იმიტომ დატოვა, რომ დაენახათ უცხოელ მეგობრებს, ოპოზიცია ასე იოლად არ წავიდოდა დათმობაზე.

„ვინ მოაწერს ხელს შეთანხმებას თუ არ იყო ახალი არჩევნები? ამას ვინ ენდობა?

მედიატორი ხვდება ყველა პოლიტიკურ პარტიას და მათთან შეთანხმებით ადგენს გეგმას.

პატივს ვცემ კოლეგებს, რომ მოლაპარაკებებზე დარჩნენ, მე დავტოვე იმიტომ, რომ დაენახათ უცხოელ მეგობრებს, ოპოზიცია ასე იოლად არ წავა იმაზე, რასაც თავს ახვევს მათაც და ჩვენც ივანიშვილის განსაკუთრებული რეჟიმი.

ეს იყო ილუსტრირება, რომ ჩვენ ბრძოლის გაგრძელებისთვის მზად ვართ და კომპრომისი არ იქნება ხალხის ხარჯზე“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებაში მედიატორის როლის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ქართველი პოლიტიკოსებისგან თანამშრომლობისა და გამოსავლის პოვნისთვის მზაობას ელოდება.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ ერთმანეთი ისე შეუყვარდებათ, მერე ერთად მართავენ ქვეყანას“- გია ხუხაშვილი

✔️„ის, რომ კრიზისის დასრულება ქვეყანას სჭირდება, ეჭვს არ იწვევს“- დავით ბაქრაძე